ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება - პოლიტიკური შეფასებები 

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლება და მისი პოლიტიკური გეგმები დღესაც იყო შეფასებებისა და განცხადებების თემა.

ყოფილი თანაგუნდელები მას პოლიტპატიმრად და წამების მსხვერპლად მიიჩნევენ, პოლიტიკური ოპონენტებისთვის კი მერაბიშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება არასერიოზულია.

მმართველ გუნდში მას ბრალდების ეპიზოდებს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სასჯელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართული მართლმსაჯულების შესაბამისად მოიხადა.