ვანო მერაბიშვილი რეგიონებში შეხვედრებს მართავს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი რეგიონებში შეხვედრებს მართავს. გავრცელებულ ფოტოებზე ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს ხვდება. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ასარჩევად შიდასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ნიკა მელიას მხარდამჭერები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ მერაბიშვილი საარჩევნო პროცესებში ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდ ერევა, რასაც ისინი ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებენ.