მსოფლიოს ორი წამყვანი ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ვანო ჩხარტიშვილზე ბოლო პერიოდში გავრცელებული აუდიოჩანაწერები არის მონტაჟი. ადვოკატი ინგლისური კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს. ჩხარტიშვილის უფლებადამცველის განცხადებით, აღნიშნული მასალით დასტურდება რომ „იბერიასა“ და „რუსთავი ორის“ ეთერში, ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები, სხვადსხვა მასალის მონტაჟია.