ვანდალიზმის ფაქტები თბილისში

დედაქალაქის მერია თბილისში ვანდალიზმის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. კახა კალაძის განმარტებით, ახლად რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება. კადრებში, ძირითადად, არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ, ამიტომ თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინონ და არასრულწლოვან პირებს, ვანდალიზმის ჩადენის საშუალება არ მისცენ.