ცნობილი ქართველი მხატვრის კოლექციებიდან შერჩეული 60 ნამუშევარი ერთ სივრცეში – ხელოვნების სასახლე 10 თებერვლიდან ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. მხატვრის სრული კოლექცია – 500-მდე ნამუშევარი ოჯახისგან კულტურის სამინისტრომ შეიძინა. კოლექციით ხელოვნების სასახლისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდები შეივსო. პარალელურად, სპეციალისტები ქართველი მხატვრის ნამუშევრების კვლევას იწყებენ.