ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში მონაწილე სპეცრაზმელებს 500 დოლარი გადაეცათ. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ პროცესზე გახდა.
ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენებიდან გაირკვა, თუ როგორ გაიცა გელაშვილზე თავდასხმის ბრძანება. ჩვენებაში ასევე საუბარია დამატებით გასამრჯელოზე, რომელიც მათ ერეკლე კოდუამ გადასცა.
ბრალდების მხარის განცხადებით, აღნიშნული სპეცრაზმელი საზღვარგარეთ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სწორედ ამ მიზეზით წარმოადგინა ბრალდებამ სასამართლოზე სპეცრაზმელის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ჩივიაშვილმა პროცესის 20 დღით გადადება მოითხოვა, რათა მან სააკაშვილთან პოზიციები შეაჯეროს.
სასამართლო პროცესი 17 აპრილს, 13:00 საათზე განახლდება.