უკვე მესამე დღეა, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს – ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, გუშინ გვიან ღამემდე გამომძიებლების კითხვებს სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პასუხობდნენ.
კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში იყო და დარღვევები არ გამოვლენილა. ლაშა ფურცხვანიძის თქმით, შემთხვევა წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს.
გენო ოსიყმაშვილი იმყოფება პოლიციის შენობასთან და თემის დეტალებზე ისაუბრებს.