ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სამუშაოების მეორე ეტაპი მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა. მისი თქმით, აღნიშნული კასკადის განახლება იმ მასალითა და ვიზუალით მოხდა, რაც ისტორიულად არსებობდა.
ვაკის პარკში სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულებას გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და პარკის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.