„ნუ შეგაშინებთ სიკვდილი. სიცოცხლე ჩვენს დროში ბევრად უფრო სახიფათოა“ – ამ სიტყვების ავტორს, ვახუშტი კოტეტიშვილს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილ პოეტს, მთარგმნელსა და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს ქართული ფოლკლორის არაერთი თვალსაჩინო ნიმუშისა და სახალხო მთქმელის აღმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა უკავშირდება.
ჩვენს რეპორტაჟში ვახუშტი კოტეტიშვილთან სხვადასხვა დროს ჩაწერილი და საქართველოს პირველი არხის არქივში დაცული ინტერვიუებიდან რამდენიმე ფრაგმენტი და მისი ავტორობით გამართული ფოლკლორული საღამოების ჩანაწერებია გამოყენებული.