თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ახალგაზრდა სოლისტები და ოთხი ნაწარმოები – ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ერთ-ერთი მთავარი კონცერტისთვის ემზადებიან. მაესტრო ვახტანგ კახიძის იუბილე საავტორო საღამოთი და ახალი ნაწარმოების პრემიერით აღინიშნება.
„დისპუტი ასე ჰქვია“ ახალ ნაწარმოებს, რომელზეც ავტორი თავად არ საუბრობს და შეფასებას სრულად მსმენელს ანდობს. შესრულდება ვახტანგ კახიძის ძველი ნაწარმოებებიც. საიუბილეო კონცერტი 29 სექტემბერს გაიმართება.