პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია მიმდინარეობს.
სხდომათა დარბაზში იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვახტანგ გომელაური პარლამენტში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დაიბარა. შეკითხვები ტრიბუნიდან დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააჟღერა. კონკრეტულად, შეიძლებოდა თუ არა ღვარცოფის პროგნოზი, დაგვიანებული იყო თუ არა რეაგირება, იყო თუ არა გათვლილი რისკები და რატომ არ იმუშავა ღამის საათებში სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა.