ვახტანგ გომელაურის გამოხმაურება

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მორიგ წერილს, სადაც ის უკანონო მოსმენებზე საუბრობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ იცნობს და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვეყანაში მოსმენები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გომელაურის თქმით, ქვეყანაში უკანონო ფარული მოსმენა არ ხდება და მისთვის გაუგებარია რას უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გაჟღერებული ბრალდებები.