ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ელოდებიან. დეპუტატებს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს წარუდგენს. ცნობილია, რომ გომელაური ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ტერორიზმზე, კორუფციაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილებს.
შორენა ხვიჩია დეტალებით.