საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას თბილისში ეხმაურებიან. მმართველი გუნდის განცხადებით, მათთვის უცნაურია, როდესაც ასეთი რანგის პოლიტიკური ლიდერები ტოლობის ნიშანს სვამენ გაუმჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის. ევროპელი ლიდერების პოზიციას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ევროპასთან მისასვლელი გზა დაუკეტა.
სამი ქვეყნის ლიდერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ისინი მხარს არ დაუჭერენ.