პირველი შეხვედრა არშემდგარი ამბოხის შემდეგ – ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
კრემლმა კერძო სამხედრო ორგანიზაციის მეთაურებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შესაბამისად, „ვაგნერის“ მომავალი, ისევე როგორც მისი ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი გაურკვეველი რჩება. ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფებიან ორგანიზაციის ის წევრებიც, რომლებიც რამდენიმე საათიანი ამბოხის შემდეგ დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, „ვაგნერელების“ მცირე ნაწილი ბელარუსშია და ქვეყნის არმიას წვრთნის. კერძო სამხედრო კომპანიის წევრთა გარშემო ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.