ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაერო-ს ოფისთან.

ადგილზე ექიმის ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ოკუპირებული ახალგორის სასამართლოში სავარაუდოდ, 13 დეკემბერს, იმსჯელებენ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მთავრობას და საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.