გათავისუფლების მოლოდინის და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველდღიური მოწოდებების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ საოკუპაციო რეჟიმის პატიმარია.
არაღიარებულმა სასამართლომ ცნობილი ტრავმატოლოგი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატისგან მიღებული ინფორმაციით, ცნობილი ექიმი ე. წ. საზღვრის კვეთის ბრალდების აღიარებაზე უარს ამბობს, რის გამოც პროცესი ერთი კვირით გადაიდო. საოკუპაციო რეჟიმი მედიკოსის ტყვეობის საქმეზე დუმს, მოსკოვიდან თბილისი ახალ გზავნილს იღებს. რუსეთი პასუხისმგებლობას თავად იხსნის და ოფიციალურ თბილისს დე-ფაქტო რეჟიმთან ამისამართებს. დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას სთხოვს.
გიორგი კობერიძე მუშაობს თემაზე.