ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს დილით გაათავისუფლეს. პირველი შეხვედრა მასთან გორის პოლიციის სამმართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს. გორის პოლიციიდან გამოსულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და მხარდაჭერისთვის ხელისუფლებასა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
მანამდე კი ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი პოლიციის სამმართველოში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
დეტალებით ნინო ფისაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.