საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვების შანსი ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ ძალას აქვს, თუმცა უპირატესობით მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენეები სარგებლობენ. ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებში სწორედ ლე პენის პარტიის გამარჯვება გახდა მიზეზი, რის გამოც ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეის დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა, როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი საფრანგეთის პარლამენტში.