ირაკლი კობახიძის შეფასებით, „რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს და არც მალავს, რომ ევროკავშირის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, არეულობას გეგმავს“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მათი ეს გეგმები წარუმატებლობისთვის არის განწირული. მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო? – ჟურნალისტების ამ კითხვაზე კობახიძემ განაცხადა, რომ ეს სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შანსები 50/50-ზეა.