სლოვაკეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია იმარჯვებს. ბოლო მონაცემებით, „სლოვაკ სოციალ-დემოკრატებმა“ ამომრჩეველთა ხმების 22.94% პროცენტი დაიმსახურეს. ამ დროისთვის, მეორე ადგილს პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“ 17.96%-ით იკავებს. მიუხედავად ამისა, ხმების დათვლა გრძელდება, მათ შორის ბრატისლავაში, სადაც მედიის ცნობით, „პროგრესული სლოვაკეთი“ ლიდერობს. როგორც მედია იუწყება, სწორედ ეს არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო მიმართულებას. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, რობერტ ფიცოს უნგრეთის მსგავსად სურს, მეზობელ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს. „პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი, სააგენტოს ცნობით, მთავრობა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას შეინარჩუნებს.