ახალი პოლიტიკური რეალობა ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულებულია. პირველ ტურში დაწინაურების მიუხედავად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, საბოლოო შედეგებით, მესამე ადგილზე გავიდა. პრეზიდენტის პოლიტიკური ძალა დამარცხდა, პირველ ადგილზე „მემარცხენე ალიანსი“ ლიდერობს. თუმცა, 577-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის საჭირო 289 ადგილის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეძლო. შესაბამისად, ქვეყანას წინ ხანგრძლივი პოლიტიკური ქაოსი ელის. „მემარცხენე ფრონტი“, რომელიც რამდენიმე პარტიას აერთიანებს, მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს. პოლიტიკურმა მღელვარებამ ქუჩაშიც გადაინაცვლა.