„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უზნაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 000 ლარზე მეტია. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი – ახალ ქსელზე გადაერთება ხვალ მოხდება, რის გამოც 12 ოქტომბრის 13:00 საათიდან, 13 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: დიდუბის რაიონში: უზნაძის, ჩხეიძის, დგებუაძის და მიმდებარე ქუჩებს.