სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დეპუტატების პირისპირ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო ქადაგიძე დღეს პარლამენტში იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გამწესებას იმსახურებს. 19-წლიანი სამოსამართლეო ბიოგრაფიის მქონე კანდიდატს დღეს ისეთ კითხვებზეც მოუხდა პასუხის გაცემა, რომლებიც მართლმსაჯულების სფეროს საერთოდ არ ეხებოდა.
მოსმენას ოპოზიციის დიდი ნაწილი ამჯერად არ დასწრებია.