უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა დასრულებულია.

დეპუტატების წინაშე დღეს ბოლო, მე-20 კანდიდატი წარდგა. სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილი როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. კანდიდატმა სასამართლოში კლანური მმართველობის არსებობა გამორიცხა და თქვა, რომ სისტემა სწორედ ვითარდება. კანონმდებლებმა მოსამართლეს წლების წინ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება შეახსენეს და საგამოძიებო უწყებებში მუშაობის პერიოდზეც ჰკითხეს. სამოსამართლეო კარიერის დაწყებამდე ჯეირანაშვილი პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.