უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

იუსტიციის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილების მიმართ კითხვები მმართველ გუნდშიც ჩნდება.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატიდან ნაწილს შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს. პროცედურების დარღვევის გარდა კანონმდებლებს პრეტენზიები შერჩეული მოსამართლეების ბიოგრაფიის გამოც აქვთ. განსაკუთრებული აქცენტი მიხეილ ჩინჩალაძის და დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურებზე კეთდება.

ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების გარდა, კანდიდატების წარდგენის პროცესს არაგამჭვირვალედ მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები შენიშვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და საბჭოს დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებენ. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის საბჭოდან შესაძლო გაწვევის საკითხზე ალაპარაკდა.