საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა თბილისში. დისკუსიის მონაწილეებს წარედგინათ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი 2023-2026 წლის სტრატეგია და მისი თანმდევი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით, დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება. შეხვედრაზე შეჯამდა რეფორმის ახალი ფაზის შემუშავების მიმართულება. საბჭოს წევრმა მინისტრის მოადგილეებმა წარადგინეს საკუთარი ხედვები.
საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო, რომელიც ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. რეფორმის მიზანია საქართველოში საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროპული მმართველობის სტანდარტებთან.