უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა, მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებსა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საუბარი შეეხო, არჩევნებთან დაკავშირებით, მედია და ონლაინ სივრცეში გავრცელებულ სავარაუდო დარღვევების შემთხვევებსაც. მათ შორის, იმ უბნებს, სადაც კენჭისყრის დღეს დაპირისპირება მოხდა და ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა. სხდომას არ დასწრებიან კომისიის წევრები ოპოზიციიდან.