თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა მოისმინეს მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ. სხდომას იუსტიციის მინისტრი უძღვებოდა. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა.
კომისიისთვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. სხდომაზე მიწვეული იყო საქართველეოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მას არ დასწრებია.