ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ორწლიანი შედეგი და გამოწვევები შეაჯამეს საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში. ღონისძიება საფრანგეთის საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციისა და საერთაშორისო მიგრაციის ოფისის თანადგომით იყო ორგანიზებული.
ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩების განცხადებით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ფარგლებში, არალეგალური მიგრაციის შემთხვევები გამოწვევაა, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, მხარეები ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედებასა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება, მოკლევადიანი მოგზაურობის მიზნით, ორი წლის წინ მიიღო. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, ამ პერიოდში უვიზო მიმოსვლით 500 000 ადამიანმა ისარგებლა.