უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა კვლავ ხმაურის ფონზე გრძელდება.

დეპუტატების შეკითხვებს ლალი ფაფიაშვილი უკვე 5 საათია პასუხობს. ცოტა ხნის წინ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კომიტეტის თავმჯდომარესა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, ოთო კახიძეს შორის. მოსამართლეობის კანდიდატთან დასმული კითხვების მთავარი აქცენტები მის წარსულ საქმიანობას და გახმაურებულ საქმეებს შეეხება.

გიორგი კობერიძე მუშაობს პარლამენტში.