ოპონენტები ვანო ზარდიაშვილის სახელს უკავშირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რომელიც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს.
იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს მოუსმინა. დეპუტატების კითხვებს ამჯერად მაია ვაჩაძემ უპასუხა. ის უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.
მმართველი გუნდის წევრებმა კანდიდატს ყველაზე მეტი შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე დაუსვეს და ჰკითხეს, იყო თუ არა მაშინ მოსამართლეებზე ზეწოლა. ოპოზიციამ კი ვაჩაძეს ბოლო წლებში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება სთხოვა.