წარსული და დღევანდელი საქმიანობის გამო დეპუტატების წინაშე განმარტებების გაკეთება მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს მოუხდა.
პარლამენტში ამჯერად მოქმედი გენერალური პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს მოუსმინეს. თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე კანდიდატის მისამართით განსაკუთრებით მაღალი ინტერესი იყო. ოპონენტებმა საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსანი პოლიტიკურ მიკერძოებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციამ ვასაძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გატარებული წლები და რამდენიმე გახმაურებული საქმეც შეახსენა. ამ უწყებაში ის წინა და მოქმედი ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. კითხვები დაისვა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდანაც, თუმცა უმცირესობამ უმრავლესობას სიმწვავის ხარისხი დაუწუნა.