კანადა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგ გამოდიან. კანადის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციის ხელმომწერია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია რატიფიცირებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადა სრულად ემორჩილება კონვენციას და სერიოზულად ეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას, რათა ხელი შეუწყოს მსოფლიოში ამ კონვენციის გავრცელებას. ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა. რიში სუნაკი აცხადებს, რომ ლონდონი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების წინააღმდეგია, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის კასეტური შეიარაღების გადაცემის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაირკვა, რომ კიევს საბრძოლო მასალა ეწურება.