უთანხმოება ოპოზიციურ გაერთიანებაში - ვინ ვერ თმობს მანდატებს და დაშლის თუ არა მსხვილ მოთამაშეთა ამბიცია წინასაარჩევნო ერთობას
მაჟორიტარული ოლქების და კვოტების განაწილება დაიწყო.
საჯარო უთანხმოების შემდეგ ოპოზიციაში კონსულტაციები აქტიურდება, თუმცა საერთო კონსენსუსი ერთიან კანდიდატებზე ჯერ არ არსებობს. პირველ რიგში გასაყოფია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, სავარაუდოდ ორი კვოტა მიაქვს „ევროპულ საქართველოსაც“. კონკრეტული გვარების გარდა, როგორც ჩანს, უთანხმოების საგანია მაჟორიტარობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმიც. ერთობის შენარჩუნება 30-ვე პარტიის მთავარი გზავნილია, თუმცა ცალკეული ძალების მხრიდან დომინანტობაზე ირიბი მინიშნებები მაინც კეთდება. კვოტების მსგავსი სქემით გადანაწილება მიუღებელია როგორ ცალკელული პარტიებისთვის, ასევე ოპოზიცირ ერთობაში მყოფი დამოუკიდებელი დეპუტატებისთვისაც. რამდენად მყარი აღმოჩნდება ოპოზიცის კავშირი, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, როდესაც ოპოზიციას რეგიონების 22 ოლქში მოუწევს საერთო ენის გამონახვა. ოპონენტთა ბანაკში მიმდინარე კონსულტაიცების ფონზე მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სიაზე შეთანხმება დასასრულს უახლოვდება და კანდიდატებს საზოგადოებას მალე გააცნობენ.