უთანხმოება ოპოზიციაში

ოპოზიციას „ენდიაის“ დღევანდელი კვლევის შედეგებიც არწმუნებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მუშაობის გააქტიურებაა საჭირო.

მართალია, პარტიების ნაწილი დაბალ რეიტინგს და შემცირებულ ნდობას შიშის ფაქტორით და პოლიტიკური სიმპათიების დაფიქსირებისგან თავშეკავებით ხსნის, თუმცა ამავე დროს არ უარყოფს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას მოქალაქეების რეალურ გამოწვევებზე მეტი კონცენტრირება სჭირდება. ახალმა გამოკითხვამ და ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა გაააქტიურა კითხვა – მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციაში გადაჯგუფებები. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მხრიდან ახალი პარტიის შექმნას აანონსებს, რაც პარტიის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების სიმწვავის და გუნდის ორად გაყოფის გათვალისწინებით გამორიცხული არ არის. საინტერესოა, შექმნის შემთხვევაში დაკომპლექტდება თუ არა ახალი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ლიდერებით, რომლებიც შუა ხმების მობილიზებისთვის ახალი მესამე ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე უკვე ღიად საუბრობენ. მაშინ როცა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, ერთობის იდეის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ოპოზიციის მეორე ნაწილი.