ოპოზიციაში შიდა უთანხმოება მწვავდება. „გირჩისა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიაზე შეტევები და თავდასხმები კი სულ უფრო ხშირდება. ეს მას შემდეგ, რაც „გირჩის“ ლიდერებმა ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების გარკვეული დეტალები გაასაჯაროვეს და დანარჩენ ოპოზიციას მიუთითეს, რომ მათ მოთხოვნასა და პოზიციას საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს.
„ელჩები არ არიან ჩვენკენ“ – იაგო ხვიჩიას ამ ფრაზას განსაკუთრებით მწვავე რეაქციები „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მოჰყვა. „გირჩის“ წევრებმა ღიად თქვეს, რომ ოპოზიციის ნაწილს აშშ-ის ელჩის აზრი არ აინტერესებდა და მათი პოზიციების მოსმენის შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებაზე ამყარებდა იმედს. შიდა უთანხმოებისა და მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე, სულ უფრო საეჭვო ხდება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე ოპოზიციის ერთიანი პოზიციით მისვლა.