მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო ვნებათაღელვის ფონზე სულ უფრო აქტიურდება მის პარტიაში სავარაუდო შიდა განხეთქილების თემა.
ეჭვებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მისამართით პირდაპირი თუ ირიბი კრიტიკაც აძლიერებს. რატომ ვერ გამოიღო შემოდგომის საპროტესტო აქციებმა შედეგი და რატომ პასიურობს ექს-პრეზიდენტის გუნდი – ამ საკითხების გარშემო პრეტენზიების მთავარი ადრესატი სწორედ ნიკა მელიაა. პარტიის წევრთა ნაწილი კამერებთანაც არ უარყოფს, რომ სამოქმედო სტრატეგია შესაცვლელია. კულუარული ინფორმაციით, ყოფილი მმართველი პარტიის შიგნით უთანხმოება სწორედ თავმჯდომარის მიდგომებს და პოზიციონირებას უკავშირდება.