ამ დრომდე უცნობია, როდის ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნები, თუმცა, პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი უკვე გამოჩნდა.
გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს და ერთგულ ამომრჩეველთან ერთად, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებით დასრულდება.
თეონა ხუბულავა დეტალებით.