„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული სადავო კანონპროექტია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ბოიკოტს არ ეთანხმება.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ გადამდგარი თავმჯდომარე პროექტის განხილვებში ჩართვას აპირებს. ფაქტია, რომ ხაბეიშვილის მიერ ინიცირებულმა ბოიკოტმა პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე უთანხმოებამ გადააწყვეტინა რომან გოცირიძეს პარტიიდან წასვლაც.
საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმისგან თავშეკავება და მხოლოდ ბოიკოტი გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვისაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ლევან ხაბეიშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოჩნდა. დაანონსების მიუხედავად, თბილისსა და ბათუმში გამართული დღევანდელი გამოსვლები მასშტაბური არც ამჯერად აღმოჩნდა.