„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ უთანხმოებაა – აზრთა სხვადასხვაობა ამჯერად ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას მოჰყვა. პოზიციები პარტიაში ამ საკითხზეც შეუთანხმებელია, ისევე როგორც თავმჯდომარის არჩევაზე.
პარალელურად, ზურაბ ჭიაბერაშვილი უარს აცხადებს საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს არჩევნებზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები ბოლო ეტაპზეა.