ნიკა ობოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის.
წელიწადნახევრის წინ ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ახალი გუნდის წევრის და პარტიის ერთ-ერთი ახალი სახის შეთავაზებას თანაგუნდელებმა უარით უპასუხეს, რაც გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა. წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ობოლაძემ პარტიასა და ოპოზიციაში არსებულ ღრმა კრიზისზე საჯაროდ ისაუბრა, ნიკა მელიას გადადგომა ურჩია და ახალი ლიდერისა და სტრატეგიის შესარჩევად პრაიმერისის ჩატარება მოითხოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ღიად ამბობს, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში პოლიტსაბჭო ფორმალურ ორგანოს წარმოადგენს, გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი მოშლილია და გუნდში ერთმანეთს არ უსმენენ.
თამუნა წიკლაური არკვევდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირების გასაჯაროების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა პარტიიდან სხვა წევრების წასვლაც.