ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შიდა დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება.
ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა რამდენიმე ბანაკად არის დაყოფილი. კონფლიქტი, რომელიც დავით კეზერაშვილის მიმართ ნიკა მელიას მიერ პირველი არხის ეთერში გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი, ამჯერად მიხეილ სააკაშვილის თემაზე დავაში გადაიზარდა. დასახელდა კონკრეტული გვარები, რომლებსაც პარტიის მხარდამჭერები პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნის უკანა პლანზე გადაწევაში და პასიურობაში ადანაშაულებს. არ დააყოვნა რეაქციამაც.
ვინ ცდილობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენების მოპოვებას, ერევა თუ არა პოლიტიკური გაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებში მიხეილ სააკაშვილი და რა როლი აქვთ პარტიაში ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ „მოოლიგარქო ტიპაჟი“ უწოდა და პოლიტიკური სპექტრიდან გამიჯვნისკენ მოუწოდა.
სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში.“