რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნებიდან ერთი თვის თავზე.
რამდენად ამართლებს ელექტორატის მოლოდინს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომლის მთელი წინასაარჩევნო კამპანია მთავარი კონკურენტის, ნიკა მელიას მწვავე კრიტიკაზე, რადიკალური ცვლილებების დაანონსებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების დაპირებაზე იყო აგებული. ექს-პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქციები არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო და თბილისის გარდა რეგიონებიც მოიცვა, თუმცა ფაქტია, რომ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა მასშტაბური. პარტიაში რჩება, თუმცა ნაკლებად ჩანს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელსაც ხაბეიშვილის ფრთა სწორედ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე პასიურობას ედავებოდა. გამოწვევად რჩება არჩევნების წინ ორად გაყოფილი გუნდის გაერთიანების საკითხიც – ხაბეიშვილის მიერ გამოცხადებული საპარლამენტო ბოიკოტი შიდა დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს.