დატოვებს თუ არა ეკა ბესელია ფრაქცია “ქართულ ოცნებას” – დეტალები მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც კა ბესელია ლონდონიდან დაბრუნდება. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში იმ გადაადგილებებზე საუბრობენ, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოში იგეგმებოდა და რომლის მიხედვითაც, ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა დაეკავებინა. პარლამენტის აპარატში აცხადებენ, რომ მაღალი თანამდებობის პირისთვის შესაბამისი კაბინეტი პარლამენტის თავმჯდომარის დავალების საფუძველზე უკვე მომზადებული იყო, თუმცა, ეს კაბინეტი დღემდე ცარიელია.
გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ნამდვილად იყო საუბარი ვიცე-სპიკერად ეკა ბესელიას დანიშვნაზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ვითარება დრამატულად შეიცვალა.