ყოფილ თანაგუნდელებს შორის წინასაარჩევნოდ გადაკვეთილი გზა შესაძლოა ისევ გაიყოს.
პარლამენტის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მიღწეული შეთანხმება სადავო ხდება.
აკაკი ბობოხიძე ძველ თანაგუნდელებს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია მარნეულზე, ზესტაფონსა და ჭიათურაზე, სადაც წინასწარი შეთანხმების მიხედვით მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ „ევროპულ საქართველოს“ უნდა წარედგინა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ორივე მხარეს შეთანხმების პირობები სხვადასხვანაირად აქვს აღქმული.