უთანხმოება ევროკავშირში მიგრაციული პოლიტიკის გარშემო

მიგრაციული პოლიტიკა ევროკავშირში მწვავე უთანხმოების საგნად რჩება.

ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე ერთი დღით ადრე სულ უფრო ხშირდება მოწოდებები, რომ საჭიროა არალეგალი მიგრანტების ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დროებით განთავსება და დეპორტაციის პროცესის დაჩქარება. მიგრანტთა მზარდი ნაკადის შესამცირებლად სულ უფრო მეტი ევროპელი ლიდერი ინტერესდება იტალიასა და ალბანეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომლის მიხედვით იტალიისკენ მიმავალ მიგრანტებს დროებით ალბანეთში გადაიყვანენ. ამ მოდელით უკმაყოფილებას არ მალავენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხეებზე მიუთითებენ.