უთანხმოება ევროკავშირსა და პოლონეთს შორის

კრემლის აგენტებთან ბრძოლა თუ არჩევნების წინ პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორება – პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონი ვარშავასა და ევროკავშირს შორის უთანხმოების ახალი მიზეზი ხდება.

პარლამენტის მიერ პარასკევს დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა რუსული გავლენის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კანონს აკრიტიკებენ ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ახალი კანონმდებლობა ხელისუფლებამ შესაძლოა შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის შესაზღუდად გამოიყენოს.