ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ ევროკავშირში წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.
ევროპელი ლიდერების დიდი ნაწილი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე თანხმდება. საკითხს, რომელიც სამი წლის განმავლობაში მწვავე დებატების მიზეზი იყო, უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ბრიუსელს აფრთხილებს. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების შესვლის წესები გამკაცრდება, დეპორტაცია კი გამარტივდება. რთულდება თავშესაფრების მინიჭების პროცედურაც. საზღვრების გამკაცრების შესახებ პაქტი ახლა კანონპროექტად უნდა იქცეს. თუმცა, ცალკეული ქვეყნების პოზიციების გათვალისწინებით, მისი დამტკიცება მარტივი პროცესი არ იქნება.