„უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ – გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით, თემაზე დისკუსია იმართება.
ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა გახსნეს. ოფიციალური პირები თანხმდებიან, რომ უთანასწორობა აფერხებს ადამიანის განვითარებას, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მონაწილეები პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობენ.